ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახმეტის კულტურის სახლში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
14-06-2022
ახმეტის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ანე ფრანკის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამო-სპექტაკლ „თავშესაფარში“ მონაწილეობდნენ. 

საღამო საერთაშორისო ასოციაციამ - Georgia for Friends,  პარტნიორ ორგანიზაცია UNIKO-სთან (უნივერსალური ცოდნის აკადემია) და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად გამართა. 

ღონისძება ახმეტის კულტურის სახლში ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. მასში მონაწილე მონაწილეებსა და სტუმრებს სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

სპექტაკლის ორგანიზატორი ახმეტის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი შორენა მამსიკაშვილი იყო. 

სკოლის მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
 
იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203