„ჩვენ გვიყვარს ისტორია“- თელავის N5 საჯარო სკოლის IX კლასში ვიქტორინა გაიმართა
14-06-2022

თელავის N5 საჯარო სკოლის IX კლასში ისტორიაში ვიქტორინა „ჩვენ გვიყვარს ისტორია“ გაიმართა. 

მას პედაგოგი ლია ალადაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და დრო საინტერესოდ გაატარეს. 

ვიქტორინა იყო საინტერესო, სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული. მოსწავლეები იყვნენ მოტივირებულნი და აქტიურად ჩართულნი. ვიქტორინის შედეგები შეაჯამა ჟიურიმ, გამოვლინდა I, II, III,  ადგილზე გასული გუნდები, რომლებიც  დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

„დიდი მადლობა ჟიურის აქტიური ჩართულობისთვის“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203