გუბის საჯარო სკოლის გუნდი გარემოსდაცვით კონკურსში მოპოვებული საუკეთესო შედეგისთვის დაჯილდოვდა
14-06-2022
ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდეს ყურადღებას აქცევენ, სწორედ ამიტომ მოსწავლეები პედაგოგების ხელშეწყობით სხვადასხვა კონკურსებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის გუნდი, ორგანიზაცია Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს (KGT), მიერ გამოცხადებულ კონკურსში - „გაამწვანე სკოლის ეზო“ ნომინაციაში - „დასუფთავებული სკოლის ტერიტორია“ საუკეთესო შედეგისთვის დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე ყველა გუნდი ორგანიზაციისგან გარემოსდაცვითი ცოდნის მიღებისა და აქტივობებისთვის, სპეციალურ დამხმარე ნივთებსა და სივრცის გასამწვანებელად ნერგებს მიიღებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს