ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე თვითნაკეთი საკრავი ინსტრუმენტები წარადგინეს
14-06-2022
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასში მუსიკის საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეები სხვადასხვა საინტერსო აქტივობაში ჩაერთნენ. გარდა ამისა, მათ თვითნაკეთი საკრავი ინსტრუმენტები წარმოადგინეს. 

მოსწავლეებმა ცოდნა გაიღრმავეს და თავიანთი უნარებიც წარმოაჩინეს. 

გაკვეთილს პედაგოგი დიანა კირვალიძე უძღვებოდა.

„გაკვეთილი წარიმართა ძალიან საინტერესოდ. გარდა მასწავლებლის მიერ წარმოდგენილი თვალსაჩინოებებისა, მათ წარმოადგინეს თვითნაკეთი საკრავი ინსტრუმენტები და გამოხატეს სიყვარული ხალხურ საკრავებთან დაკავშირებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203