გორისის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „ჭიანჭველა და რწყილი“ დადგეს
14-06-2022

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-2 კლასში საინტერესო აქტივობა გაიმართა.

მოსწავლეებმა მკითხველთა თეატრი მოაწყვეს. მათ ვასილ გულეურის „ჭიანჭველა და რწყილას“ როლები გადაინაწილეს, აფიშა მოამზადეს და აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

მეორეკლასელებმა ღონისძიებაზე მე-3 კლასის მოსწავლეები დაპატიჟეს. 

პატარებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა გადაინაწილეს როლები, დახატეს აფიშა, მოაწყვეს საკლასო ოთახში „სცენა“ , გამოყვეს ადგილი დაპატიჟებული მე-3 კლასელებისთვის. „თეატრის“ წარდგენის შემდეგ გამოთქვეს მოსაზრება მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203