„პედაგოგებს ვურჩევდი, რომ განსაკუთრებულად მოემზადონ გამოცდებისთვის“- ირაკლი დამენია, ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2022
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი დამენია etaloni.ge-სთან პირველ კლასში ჭადრაკის სავალდებულო სწავლებაზე, პედაგოგების გამოცდებსა და სკოლის საჭიროებების შესახებ საუბრობს.

- გადიან თუ არა სკოლის პედაგოგები ჭადრაკში გადამზადებს და არის თუ არა თქვენი სკოლა მზად, პირველკლასელებს ასწავლოს ახალი საგანი?

- სკოლის პედაგოგები აქტიურად გადიან ჭადრაკში გადამზადების ტრეინინგებს. შესაბამისად, სკოლა მზად არის 2022-2023 სასწავლო წელს პირველკლასელებს ასწავლოს ახალი საგანი.

- აპირებენ თუ არა პედაგოგები სტატუსის ასამაღლებელ გამოცდაზე გასვლას, მით უმეტეს, რომ წელს ერთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო პროგრამა წელს პირველად მშობლიურ ენაზე მომზადდა; და როგორ გაამოხნევებთ წინასაგამოცდოდ მასწავლებლებს?

- რა თქმა უნდა, ჩვენი სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ აიმაღლონ სტატუსი, პედაგოგებს ვურჩევდი, რომ განსაკუთრებულად მოემზადონ გამოცდებისთვის, ბარიერი კი არ არსებობს, რომელსაც მონდომებით და მიზნისკენ სწრაფვით ვერ გადალახავენ.

- ახალი 2022-2023 სასწავლო წლისთვის რა საჭიროებებია თქვენს სკოლაში და რას განაახლებდით: ტექნიკას, ინფრასტრუქტურას, ინვენტარს, კადრებს...

- ჩვენს სკოლაში  განვაახლებდი; ტექნიკას, ინფრასტრუქტურას, ინვენტარს, თუმცა ამის საშუალებას სკოლის ბიუჯეტი არ გვაძლევს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203