ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და სახალისო ღონისძიება გამართეს
ნინოწმინდის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ხშირად იმართება.
ამჯერად, მრავალფეროვანი და მხიარული ღონისძიება მე-3 კლასის მოსწავლეებმა მოაწყვეს. მათ თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს.
მათი დამრიგებელი პედაგოგი ლიანა ბდოიანია.
„მე-3 კლასელებმა დაარგეს სიკეთის ხე და აჩვენეს გზა სიკეთისკენ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: