„ყვავილების სამკურნალო თვისებები“- ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
14-06-2022
ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო სასწავლო პროცესია. პედაგოგები ბავშვებს მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან.

VI კლასში ამჯერად, ბიოლოგიის ძალზედ საინტერესო თავისუფალი გაკვეთილი - „ყვავილების სამკურნალო თვისებები“ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ საგაკვეთილო პროცესში თითოეული მოსწავლე აქტიურობით გამოირჩეოდა და საკუთარი ცოდნა კიდევ ერთხელ გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203