გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
ამჯერად, მე-6ა კლასის ისტორიის პედაგოგმა, მაკა ბულუხიამ საინტერსო პროექტი - „ნორჩი არქეოლოგები“ დაგეგმა, რომელის ფარგლებშიც კლასის ხელმძღვანელის, დარეჯან ინჯგიასა და მშობლების მხარდაჭერით საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
„ბავშვობაში უმეტესობას უოცნებია მონაწილეობა მიეღო არქეოლოგიურ გათხრებში, სწორედ ამიტომ პედაგოგებმა მოსწავლები წაიყვანეს ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალში, სადაც მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ჯოლიამ და მისმა ჯგუფმა ხელი შეუწყვეს პროექტის წარმატებით განხორციელებას; მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ იმიტირებულ არქეოლოგიურ გათხრებში, ნიჩბებითა და ფუნჯებით შეიარაღებულნი ეძებდნენ სხვადასხვა ნივთებს, ავსებდნენ საველე დღიურებს აღმჩენილ ნივთებზე დაკვირვებითა და მსჯელობით; ეს პროცესი ბავშვებისათვის ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა.
პროგრამის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს გადაეცათ „ნორჩი არქეოლოგების“ სერტიფიკატები, ემოციებით, შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ ჩვენი მოსწავლეები შინ; ეს დღე მათ არასოდეს დაავიწყდებათ და ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად გაეზრდებათ მოტივაცია და გაუღრმავდებათ ინტერესი საგნის მიმართ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო