ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს
14-06-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

ამ დღეს სკოლაში მომავალ პირველკლასელებს უმასპინძლეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მომავალ მოსწავლეებს გულთბილი დახვედრა მოუწყვეს, სასწავლო გარემო დაათვალიერებინეს, სახალისო აქტივობებში ჩართეს და საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203