ერკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
14-06-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მოსწავლეთა ეკოკლუბი. ეკოკლუბელები ბუნებაზე აქტიურად ზრუნავენ. ​ ეკოკლუბი ჩართულია მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში, რომლის ფარგლებში არაერთ გარემოსდაცვით აქტივობას ახორციელებს, შედეგმაც არ დააყოვნა და კლუბი კონკურსის ნახევარფინალში გადავიდა. 

სკოლაში ეკოკლუბელების წარმატებით ამაყობენ. დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ნახევარფინალში გადასვლა საზეიმოდ მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203