ხორშის საჯარო სკოლაში ყვავილების კუთხე მოეწყო 
14-06-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. მომავალ თაობას ნიჭის წარმოჩენასა და შესაძლებლობების დახვეწაში სკოლის ხელოვნების პედაგოგი თამარ ქაჯაია ეხმარება. თამარ ქაჯაია არის მასწავლებელი, რომელმაც ყველა მოსწავლეს შთააგონა ხელოვნების და კულტურის სიყვარული.

„ზეკრეატიული ხელოვნების პედაგოგი“- ასე ახასიათებენ მას სკოლაში. სწორედ მისი ძალისხმევით, ახლახან სკოლაში მოეწყო ყვავილების ულამაზესი კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ცოცხალი, ისე ხელოვნურად დამზადებული ყვავილები.

ასევე მოსწავლეებმა, მასწავლებლის ნამუშევრებთან ერთად, გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203