ერკეთის საჯარო სკოლაში ფრენბურთში შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა - ერთმანეთს პედაგოგები და უფროსკლასელები შეეჯიბრნენ
14-06-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, ერკეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო პირველობა ფრენბურთში.

ბავშვები განსაკუთრებული ინტერესით გულშემატკივრობდნენ პედაგოგებსა და უფროსკლასელებს შორის პაექრობას, რომელშიც მასწავლებლებმა მცირე სხვაობით გაიმარჯვეს. ღონისძიებას მასწავლებელი ავთანდილ შარაშენიძე ხელმძღვანელობდა. 

ერკეთის საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები გრძელდება...

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203