„საქართველოს კუთხეები“ -აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგმა ია გორგაძემ, ისტორიის კვირეულის ფარგლებში, შთამბეჭდავი შიდა შეფასების გაკვეთილი ჩაატარა
14-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და მიზნით მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და არაერთ სასწავლო რესურსს აწვდიან. 

ახლახან, აჭყვას საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებელმა, ია გორგაძემ, ისტორიის კვირეულის ფარგლებში, მე-6 კლასში შიდა შეფასების გაკვეთილი ჩაატარა. გაკვეთილის თემა იყო - „საქართველოს კუთხეები“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები მათი სამზარეულოთი, გაინაწილეს დავალებები.

კვირეული საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თითოეული კუთხის დამახასიათებელი კერძები მოამზადეს ხალისითა და გემოვნებით. მოსწავლეებს განუვითარდათ ჯგუფური მუშაობის უნარები - კვირეულის ფარგლებში თანამშრომლობდნენ, ერთმანეთის მოსაზრებას ისმენდნენ, აანალიზებდნენ.

კვირეულის მიზანი იყო - სწავლა კეთებით, რაც სანიმუშოდ გამოუვიდათ. კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობაში იგრძნობოდა მშობელთა ჩართულობაც.  

„საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილებისთვის მადლობას ვუხდით ისტორიის მასწავლებელ ია გორგაძეს და, რა თქმა უნდა, მე–6 კლასის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203