სიმღერითა და ლექსებით გაფერადებული დღესასწაული - ეკის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
14-06-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე.

ამ დღესთან დღესთან დაკავშირებით, ეკის საჯარო სკოლაში პედაგოგ მარინა ხოფერიას ხელმძღვანელობით, ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებას ხელმძღვანელობდა ინეზა მაშავა. მოსწავლეებმა სიმღერითა და ლექსებით გააფერადეს ეს ლამაზი დღე.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს და სრულყოფილი განათლების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203