გუმბრინის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლის და მისი მოსწავლეების წარმატება
14-06-2022
გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა წარმატებას მიაღწიეს.
მოსწავლეები, ინგლისურის პედაგოგ ნათია გულბიანთან ერთად, ENGLISH BOOK EDUCATION-ის პროექტში მონაწილეობდნენ.
სკოლა ამაყობს მათი მიღწევით და წინსვლას უსურვებს.
„დირექცია ულოცავს თავის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის პედაგოგს ნათია გულბიანს საპრიზო ადგილს და მადლობას უხდის ENGLISH BOOK EDUCATION-ს ასეთი სიხარულისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო