„ქიმიური დანამატები და ჯანსაღი კვება“ - ლიის თემის N1 სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
14-06-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში საინტერესო პრეზენტაცია „ქიმიური დანამატები და ჯანსაღი კვება“ გაიმართა.
პრეზენტაცია პროექტის - ჯანსაღი კვება, ჯანმრთელი ცხოვრება, ფარგლებში გაიმართა.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინერესეით ჩაერთნენ, გაიმართა დისკუსიაც.
ხელმძღვანელი ქიმიის მასწავლებელი ეკა შამუგია იყო.
„გამოყენებულ იქნა მრავალფეროვანი აქტივობები. ჩატარდა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საშუალო საფეხურის მოსწავლეები და ამავე სკოლის პედაგოგები. არსებული პროექტი წარმატებით დასრულდა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო