კოტიანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
14-06-2022

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პირველი სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

ამის აღსანიშნავად ბავშვებმა მხატვრულად ლექსებიც წაიკითხეს და დედა ენასა და მის ავტორს ხოტბა შეასხეს.

პედაგოგებმა კი მოსწავლეებს ანბანის შესწავლა საზეიმოდ მიულოცეს. ამ დღის აღსანიშნავად ბავშვებმა ტორტი გაჭრეს და ჰაერში ფერადი ბუშტები გაუშვეს, მასწავლებელს კი რომელმაც მათ ანი-ბანი ასწავლა და წიგნი შეაყვარა, შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203