ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თიხაზე მუშაობის მასტერკლასი ჩაუტარდათ
14-06-2022

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ და სხვადახვა კურსებში რთავენ. 

მა შორის მოსწავლეები თიხაზე მუშაობას სწავლობენ. 

ისევ სტუდია „ანდამატში“, ამჯერად, III და III კლასების მოსწავლეებს ჩაუტარდათ თიხაზე მუშაობის მასტერკლასი. სამუშაო შეხვედრის თემა იყო - გაზაფხული.

მოსწავლეების მიერ დამუშავებული და გამომწვარი თიხის მოხატვა საკლასო ოთახში განხორციელდა. მათ თვიანთი გემოვნებით შეარჩიეს ფერები და ულამაზესი დეკორატიული ნივთები შექმნეს.

გააკეთეს ნამუშევრის პრეზენტაციები და ურთიერთშეფასებები. მოსწავლეები უსაზღვროდ ბედნიერი იყვნენ განხორციელებული აქტივობით, მათ თამამად გადმოსცეს თავიანთი შთაბეჭდილებები.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ვენერა აბუსერიძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203