ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
14-06-2022

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს. 

მოსწავლეები ჩემპიონატში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში კარგი შედეგი აჩვენეს და შემდეგ ეტაპზე წარმატებით გადავიდნენ შემდეგი მოსწავლეები:

  • თეკლა ჩარკვიანი   VIII-კლასი;
  • ლუკა ხეცურიანი VIII- კლასი;
  • ლუკა დავითულიანი IX-კლასი;
  • ნიკოლოზ იმნაძე X-კლასი;
  • ბესო სილაგაძე XI-კლასი;
  • ზურაბი კოპალიანი  XI-კლასი.

მოსწავლეებმა „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი სიგელები დაიმსახურეს. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ცაგერელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203