ბათუმის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა კიტიამ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ოქროს სიგელი დაიმსახურა
13-06-2022

ბათუმის N9 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა კიტია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ბათუმის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპის მონაწილემ ოქროს სიგელი დაიმსახურა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ბათუმელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ქალაქ ბათუმის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ქალაქ ბათუმის მერიის, განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის სამსახურისა და ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 57 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203