თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაში გაიმართა
13-06-2022
თერჯოლის N2 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინიციატივით, კი ხშირად იმართება სხვადსხვა ტიპის საინტერესო საგანმანათლებლო კონკურსები და შეჯიბრები, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ. 

ახლახან, თერჯოლის მეორე საჯარო სკოლაში გაიართა გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“, რომელშიც სხვადსხვა კლასებისგან დაკომპლექტებული 5 გუნდი იყო ჩართული. 

„თამაში საინტერესოდ და ემოციურად წარიმართა. დაძაბული შეჯიბრის ბოლსოს კი გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც.  მეათე კლასის გუნდმა 42 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. სკოლა წარმატებებს უსურვებს მოწავლეებს კონკურსის მომდევნო ეტაპზე“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203