„ხელნაკეთ წიგნებში გაცოცხლებული ზღაპრები“ - თბილისის N143 სკოლის მესამეკლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-06-2022

თბილისის N143 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და ამ მიზნით მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

შთამბეჭდავია, ახლახან მე-3 კლასში განხორციელებული პროექტი - „ხელნაკეთ წიგნებში გაცოცხლებული ზღაპრები“, რომლის ავტორი ეთერ დემეტრაძე გახლავთ. 

პროექტის მიზანი იყო ხელნაწერი წიგნების მიმართ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება, მათ მიერ საბიბლიოთეკო სივრცის გამოყენება და ინტერესის გაღრმავება.

აქტივობა გულისხმობდა მოსწავლეების მიერ წიგნების შექმნას და წიგნის ფურცლებზე მათთვის საყვარელი ზღაპრის პერსონაჟების გადატანა- გაცოცხლებას. ბოლოს კი ნაშრომების პრეზენტაციას ბიბლიოთეკაში, კლასის წინაშე.

პროექტის შედეგად მოსწავლეებში გაიზარდა წიგნების მიმართ ინტერესი და ისწავლეს სასკოლო ბიბლიოთეკის დანიშნულებისამებრ გამოყენება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203