„ძუძუმწოვარ ცხოველთა სამეფო“ - თბილისის N174 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
13-06-2022
კოვიდპანდემიამ საქართველოს საგნამანთლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა, თუმცა პროფესიონალი პედაგოგების ძალისხმევით, მოსწავლეები არ ჩამორჩნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ თბილისის N174 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსწავლეებს აინტერესებთ საბუნებისმეტყველო საგნები და მასწავლებელთან ერთად არაერთ საინტერესო საკითხზეც მსჯელობენ. სწორედ ასეთმა მსჯელობამ გააჩინა პროექტის - „ძუძუმწოვარ ცხოველთა სამეფოს“ შექმნის იდეა;  მით უმეტეს, რომ III კლასის ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელო საინტერესო თემებითაა გაჯერებული.

ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც მე-3 „დ“ კლასის მოსწავლეების ყურადღება მიიქცია ძუძუმწოვარ ცხოველთა შესწავლამ.
ბავშვებს ბევრი კითხვა დაებადათ, ამიტომ გადაწყვიტეს მასწავლებელთან ერთად გაეცათ კითხვებზე პასუხი და ასე გაჩნდა პროექტის - „ძუძუმწოვარ ცხოველთა სამეფოს“ იდეაც.

პროექტში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ... დასვეს უამრავი კითხვა და მიიღეს ძალიან საინტერესო, ამომწურავი პასუხები. აქტივობამ კი სახალისოდ ჩაიარა და ბავშვებმაც ძუძუმწოვარი ცხოველების სამეფოში იმოგზაურეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203