მესამეკლასელთა გულითადი მილოცვა და ფერადი დღესასწაული თბილისის N14 საჯარო სკოლაში
13-06-2022

თბილისის N14 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 1 ივნისი, ამ დღეს ხომ სამმაგი დატვირთვა აქვს - მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს, საქართველოში წმ.ნინოს საქართველოში შემობრძანებას ვზეიმობთ, და სწორედ ამ დღეს იწყება ზაფხული. 

ამ ყველაფრის აღსანიშნავად, პედაგოგმა, დალი კოხრეიძემ მოსწავლეებს ფერადი დღესასწაული აჩუქა და მრავალფეროვან აქტივობებში ჩართო. 

მესამეკლასელებმა, პედაგოგთან ერთად ეს მნიშვნელოვანი დღე საზოგადოებასაც დიდი სიხარულით მიულოცეს და მისალოცი წერილი გაავრცელეს.

„სკოლის მე-3² მოსწავლეები ქალბატონ დალი კოხრეიძესთან ერთად გვილოცავენ, ბავშვთა დაცვის დღეს, წმ.ნინოს საქართველოში შემობრძანებას და ზაფხულის პირველ დღეს, მუდამ გეზაფხულებოდეთ“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203