ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა სასკოლო პროექტი ცეკვა „ხორუმით“ დაასრულეს
13-06-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება მუდმივად ზრუნავს, ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და რაც მთავრია, აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში.

ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვების მრავალმხრივ ვითრდებოდნენ, მათთვის არ იყოს უცხო ცხოვრების ჯანსაღი წესი, ასევე კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც სკოლა მონაწილეობს და მოსწავლეებიც საკუთარი წარმატებით ახარებენ უსაყვარლეს პედაგოგებს.

ახლახან, სასკოლო პროექტი „რა განძი გვქონია“ დასრულდა; დასკვნით ეტაპზე ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა მაყურებლისთვის დაუვიწყარი ნომერი წარმოადგინეს - ეს გახლდათ ცეკვა „ხორუმი“, რომელიც ქართული არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსს ატარებს.

მოსწავლეების გამოსვლამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე. თუმცა შთაბეჭდილებების გაერეშე რც თავად ცეკვის შემსრულებლები დარჩენილან - მოსწავლეებმა მოინახულეს რაჭის ულამაზესი ძეგლი ნიკორწმინდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203