ყვარლის N1 საჯარო სკოლა გზავნილს ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ იზიარებს
22-03-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა. სკოლის აღსაზრდელებმა ღონისძიება - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ მოამზადეს და „ჭრელი წინდების“ კამპანიას შეუერთდნენ.
„დღევანდელი დღის მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო, რათა დავიცვათ მათი უფლებები და ვუზრუნველვყოთ მათი აქტიურად ჩართვა ყოველდღიურ ცხოვრებაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ფერადი წინდებით ფოტოები გადაიღეს. ჭრელი წინდის კამპანიის ფარგლებში, მსურველები, სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული ჭრელი წინდების შეძენით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ეხმარებიან.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს