თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ვიქტორინა გამართეს
თბილისის N133 საჯარო სკოლის მე-3ე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობები გამართეს. მათ ხელოვნების მასწავლებელთან, მარიამ თოიძესთან ერთად, საინტერესო ვიქტორინა ჩაატარეს და მხატვრული ნომრები წარადგინეს.
მათი დამრიგებელი ნინო ტატიაშვილია.
„ეს ულამაზესი გარემო, ეს ულამაზესი ბავშვები ნინო მასწავლებლის აღსაზრდელები არიან. ნინო ტატიაშვილის მე-3ე კლასი უკვე ცნობილია მთელ სკოლაში, როგორც საუკეთესო პრეზენტატორები. მითოლოგია მიუხედავად სირთულისა, ამ პატარებისთვის საყვარელ სფეროდ იქცა. მარიამ მასწავლებელმა იმდენი ცოდნა გადასცა მესამეკლასელებს, რომ მნახველი და მსმენელიც გაოცებული დარჩა. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მარიამ თოიძეს დაუღალავი შრომისთვის, ამ პატარებს კი ბევრ წარმატებას უსურვებს თავის დამრიგებელთან ერთად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: