რუფოთის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეთა მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკთა სამყაროში
13-06-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი განათლება მისცენ და ამ მიზნით მრავალფეროვან გაკვეთილებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ. 

„მოგზაურობა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკთა სამყაროში“- ამ თემაზე ჩატარდა სკოლის მოსწავლეთა მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი, რომელიც VII კლასში ჩატარდა. 

მეშვიდეკლასელებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს იგავები, რომლებიც ეხებოდა ადამიანთა დანიშნულებას, სიკეთისა და ბოროტების ურთიერთობას, ასევე ყურადღება გაამახვილეს იგავურად გამოხატულ მთავარ სათქმელზე.

თითოეულმა წარმოადგინა საკუთარი ხელით შექმნილი მკითხველის პოსტერი. გაკვეთილი მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში. მასწავლებლებმა და მშობლებმაც სცადეს ბედი და გაიხსენეს დიდი მამულიშვილის ბიოგრაფია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203