დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრებმა საგრანტო კონკურსში დაფინასება მოიპოვეს
13-06-2022

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის ქიმიის კლუბის წევრებმა საგრანტო კონკურსში გაიმარჯვეს. 

სკოლის ქიმიის კლუბის წევრები „ახალგაზრდული იდეის“ ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო პროექტში მონაწილეობდნენ. მე-11 კლასის მოსწავლეების პროექტი - „არაფორმალური განათლება წარმატების საწინდარია“ 922 ლარის ოდენობით დაფინანსდა.

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სურთ, სკოლის შენობაში მოაწყონ მრავალფუნქციური სივრცე, შექმნან კომფორტული გარემო, სადაც თავიანთ იდეებს ერთმანეთს გაუზიარებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ ჩაატარონ შეხვედრები, მოაწყონ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები და კონკურსები. ამ ოთახს ასევე გამოიყენებენ თვითმმართველობის წევრების შეხვედრებისთვისაც.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით მე-8-მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები. პროექტის აქტივობებში მონაწილეობდნენ ასევე მე-3 კლასის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203