შეიცვლება თუ არა, წიგნების ფორმატი, შინაარსი და სასკოლო ჩანთის წონა - რა განცხადებას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
01-11-2016

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ტელეკომპანია ''მაესტროს'' პირდაპირ ეთერში, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და სიახლეებზე ისაუბრა. 

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ელექტორნული წიგნებით ჩანაცვლება ძალიან გრძელვადიანი პროცესია. პირველ რიგში ახალი სახელმძღვანელოების შედგენა მოხდება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, მათი რეკომენდაციით შედგება წიგნების წონა. რაც აქამდე არ ყოფილა.

განათლების სამინისტრო ასევე განიხილავს გადატვირთული სასწავლო პროგრამის შემსუბუქების საკითხს. 

"ვფიქრობთ, რომ გადატვირთული სასწავლო პროგრამის შემსუბუქება ხელს შეუწყოს მოსწავლეთა ჩანთების წონის შემცირებას. მოსწავლეს ნაკლები წიგნის და რვეულის წაღება მოუწევს.'' - აღნიშნავს ალექსანდრე ჯეჯელავა. 

რაც შეეხება წიგნების შინაარს, განათლების მინისტრის თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გამომცემლებთან:

‘’მუშაობა მიმდინარეობს წიგნების კონტენტთან დაკავშირებით. ვმუშაობთ გამომცემლებთან ახალ სახელმძღვანელოებზე, პრობლემა ის არის, რომ ისე სწრაფად იცვლება მეცნიერება, სანამ წიგნი დაიწერება მისი შიგთავსი ხშირ შემთხვევაში უკვე მოძველებულია. სახელმძღვანელოებს უნდა ჰქონდეს განახლებადი, თანამდევი საიტები, ან დამატებითი რესურსები. თუმცა ის ტექსტური სახლემძღვანელობიც შენარჩუნდება და ისინი იქნება თვისობრივად უკეთესი.’’ 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203