„მადლობა ასეთი ლამაზი დღისთვის“ - ნაგარევის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
13-06-2022

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ემოციური და ამაღელვებელი იყო, დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მოსწავლეები თავიანთ პირველ მასწავლებელს აზა ვარდოსანიძეს, მას ვინც შეაყვარა დედა ენა, წიგნი, ასწავლა ანბანი.

„აზა მასწავლებლის ბუდიდან აფრენილები დიდ ზარ-ზეიმით დაემშვიდობნენ თავიანთ საყვარელ მასწავლებელს.

დღეს ჩვენს სკოლას სტუმრობდა ქალაქ თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ქალბატონი ქეთევან შეყრილაძე. სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ქალბატონი მანანა ჩუბინიძე. ასევე ჩვენი სოფლის მოძღვრები: მამა იოსები, მამა მოსე და სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. მადლობა მათ მობრძანებისათვის.

მადლობა აზა მასწავლებელს, მის თითოეულ მოსწავლესა და მშობელს ასეთი ლამაზი დღისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები თითოეულ მათგანს უსურვებენ, ისეთივე წარმატებით და შემართებით შეუდგნენ სწავლას მომავალ სასწავლო წელს, როგორც დაწყებით კლასებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203