ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კლუბის - „მარჯვე ხელები“ წევრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
13-06-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კლუბის „მარჯვე ხელების“ წევრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. 

„მარჯვე ხელები“ VI-XII კლასის ბაზაზე ფუნქციონირებს. მისი ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ნატო ომანაძეა.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები მოამზადეს. 

გამოფენას სტურის სტატუსით ჩქუმის საბაზო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„ნამუშევრების პრეზენტაციამ და შესრულების ხარისხმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამთვალიერებლებზე. მოსწავლეთა ნამუშევრები მოტივაციის აღმძვრელ, ღირებულ სასწავლო რესურსებს წარმოადგენს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203