ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის მუნიციპალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავეს
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთში წარმატებას მიაღწიეს.
მესტიის მუნიციპალიტეტის პირველობა შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში - 2006 - 2008 და 2009 - 2011 წლებში დაბადებულთა შორის გაიმათა.
მასში სულ 9 გუნდი მონაწილეობდა.
ორივე ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი ლატალის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრების საფუძველზე მუნიციპალიტეტის ნაკრები დაკომპლექტდება.
იხილეთ ფოტოები: