ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ცასწავალა“ გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალშია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ცასწავალა“ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ნახევარფინალშია.
მათ ღირსეულად იასპარეზეს და დამსახურებულ წარმატებას მიაღწიეს.
აღსანიშნავია, რომ მათი ქულა სვანეთის მასშტაბით, ყველაზე მაღალი იყო.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და წარმატებას უსურვებენ.
„სვანეთის მასშტაბით ყველაზე მაღალი ქულებით, ყველა გამოწვევისა და სირთულის მიუხედავად.
ამ ყოჩაღი ბავშვების დაუღალავმა შრომამ და საოცარმა მონდომებამ შედეგი გამოიღო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.