„სიცილი, როგორც წამალი“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
13-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, რუსული ენის სწავლების ფარგლებში, ღონისძიება - Смех, как лекарство („სიცილი, როგორც წამალი“) გაიმართა.

ღონისძიება პროექტ „ჯანმრთელი ცხოვრების წესის“ ფარგლებში ჩატარდა.

ორგანიზატორები რუსული ენის მასწავლებლები დარეჯან ნემსაძე და ლარისა რუსაძე იყვნენ. 

მოსწავლეებმა ვიდომასალა, ფოტოები და პრეზენტაციები წარმატებით წარმოაჩინეს.

ღონისძიებას სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ია ჩინჩალაძე ესწრებოდნენ.

ბოლოს სიცილით თერაპიის სეანსი ჩატარდა, რამაც აქტივობა საკმაოდ მხიარულად დაასრულა.

„პედაგოგები ნაყოფიერად და წარმატებულად თანამშრომლობენ, რაც დაადასტურა აღნიშნულმა ღონისძიებამ . ლარისა და დარეჯან მასწავლებლების მოსწავლეებმა ისაუბრეს სიცილის როლზე მედიცინაში, სიცილზე, როგორც მრავალი დაავადების დასამარცხებელ საშუალებაზე. 
წარმოდგენილმა პრეზენტაციამ, ფოტო და ვიდეომასალამ ღონისძიება სანახაობრივადაც უფრო შთამბეჭდავი, საინტერესო და სახალისო გახადა. მონაწილე მოსწავლეებმა - მარიამ მიქაძე, ვანდა კუპრავა, გიორგი უფლისაშვილი - VIII კლასი, ნათია და ლანა გაბუნიები - IX კლასი, ლუკა ჭილაია - X კლასი - საკმაოდ დახვეწილი ფონეტიკურად სწორი რუსული ენით წარმოადგინეს მასალა, რამაც დამსწრეთა ყურადღება მიიქცია და დიდი მოწონება დაიმსახურა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203