ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ.
მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ხშირად მონაწილეობენ.
ამჯერად, მესამე კლასის მოსწავლეებმა, ინგლისურის მასწავლებლის დახმარებით, სპექტაკლი The three little pigs (სამი გოჭი) დადგეს.
მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ. ისინი მესამე კლასს ამგვარად დაემშვიდობნენ.
„მადლობას ვუხდი ჭკადუაშის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, მუსიკის მასწავლებელს ქეთევან ჯალაღონიას და ნორჩი მსახიობების მშობლებს დახმარებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: