ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
13-06-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ინგლისურ ენაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას, კერძოდ, პოსტერის შექმნას თემაზე „გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა“ ეძღვნებოდა. 

სამიზნე ცნება ზეპირი კომუნიკაცია იყო.

ღია გაკვეთილს უცხოური ენების ექსპერტი ნათია ღოღობერიძე ესწრებოდა. მისმა მიმდინარეობამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

„გაკვეთილი დატვირთული იყო აქტივობებით,რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში საუბრის,მოსმენისა და კითხვის უნარების განვითარებას. მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს წარადგინეს წესები თუ რა არის საჭირო ჩვენი პლანეტის გადასარჩენად“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203