უშგულის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში მონაწილეობისთვის შეირჩნენ
13-06-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის X კლასის მოსავლე მარიამ ჩარქსელიანი და XI კლასის მოსწავლე ლუკა ნიჟარაძე საინტერესო პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩნენ. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „მიშგოვ ლარდამ" ფრანკლინის აკადემიასთან ერთად, გამოაცხადა პროექტი: „ფრანკლინის აკადემია: სვანეთის ნაკადი“. 

პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის დაფინანსებითა და მასთან პარტნიორობით გაიმართება.

მოსწავლეებმა შეასვსეს განაცხადები, შეირჩნენ და 24 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში ლექციებს დაესწრებიან, რომელთაც საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორები ჩაუტარებენ. 

სკოლა ულოცავს მათ და წარმატებას უსურვებს.

„მარიამს და ლუკას ვულოცავთ ამ წარმატებას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203