პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ისტორიულ ფილმს უყურეს და განიხილეს
13-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად აქტიურად ზრუნავენ. 

მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებას ხშირად ასრულებენ. 

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაში დავალებები მოამზადეს. 

მათ ისტორიულ ფილმს „მამაცი გული“ უყურეს და განიხილეს. მოსწავლეებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აქტივობის ხელმძღვანელი პედაგოგი ნარინე ხაჩატრიანი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203