„ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა“- ქობულეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი მრავალფეროვანი ღონისძიებით დაასრულეს
13-06-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს.

ამასთან დაკავშირებით, კლასში მრავალფეროვანი, საინტერესო და სანახაობროვი ღონისძიება - „ენა ქართული მოვლენილი მადლი ზეცისა“, ჩატარდა. მოსწავლეები სადღესასწაულოდ გამოეწყვნენ და აქტივობაში დიდი ხალისით ჩაერთნენ. 

მათ სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და სკოლას მომავალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ.

„ერთი წელი დიდი დრო არ არის, მაგრამ მაინც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კარგად გამეცნო ჩემი პატარები საკუთარი შვილებივით მივიღე და შევიყვარე  ჩვენი ურთიერთობის საფუძველი იყო უპირველესყოვლისა დიდი პასუხისმგებლობა დაკისრებული მოვალეობის წინაშე, უანგარო სიყვარული, სითბო, სიკეთე. რომელიც მაბედნიერებდა და ძალას მმატებდა.
მადლობა ჩემს პატარებს, დირექციას, მშობლებს.
ჩემო პატარებო, ჯანმრთელობას, წინსვლას და ულევ წარმატებას გისურვებთ. უფლის წყალობით კიდე ბევრ წარმატებას მივაღწევთ ერთად. მიყვარხართ და მეამაყებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეობი და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203