დაბლაციხის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
13-06-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო სპორტული შეჯიბრებები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში ამჯერად, მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი ღონისძიება -„მხიარული სტარტები“ ჩატარდა.

„დირექციისა და სპორტის მასწავლებლის თაოსნობით 10 ივნისს  სპორტული შეჯიბრება „მხიარული სტარტები“ ჩატარდა ; ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული და საინტერესო დღე მოუწყო ბატონმა, ერეკლე ჯიქიამ, მადლობა მას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების აქტივობაში დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203