ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნათია მშვიდობაძემ ესეების კონკურსში გაიმარჯვა
13-06-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებში მუდამ აქტიურად და ამავდროულად, წარმატებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლემ, ნათია მშვიდობაძემ ესეების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა.

​„ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ახალქალაქში. ღონისძიების ფარგლებში ესეების კონკურსი თემაზე - „ოჯახის სიწმინდე“ ჩატარდა, რომელშიც გაიმარჯვა ნათია მშვიდობაძემ. ვულოცავთ ნათიას გამარჯვებას!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ნათიას კლასის ხელმძღვანელი ნონა ჭილაძეა, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა კარაპეტიანი გახლავთ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203