წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს
13-06-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასელების გამოსაშვები საღამოები დიდი ანშლაგითა და შთამბეჭდავი ღონისძიებით დაიწყო.
დაუვიწყარი ღონისძიება ამჯერად, IVბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი მარინე ქარქაშაძე) ჩაატარეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ნიჭი გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას თავად სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატი ფანჩულიძე დაესწრო.
„პატრიოტული მუხტით იყო გაჯერებული მათი გამოსვლა, წარმატებით ჩააბარეს პირველი გამოცდა, თვალნათლივ ჩანდა, თუ ვინ მოდის მომავლიდან. სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ფაქიზომ და მოადგილემ, ქალბატონმა დალიმ დადებითი შეფასება მისცეს დღევანდელ ღონისძიებას. გზა დაულოცეს პატარებს მომავლისაკენ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს