როდიონოვკას და ტამბოვკის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი სპორტული ღონისძიებები გამართეს
13-06-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ღონისძიებები ხშირად იმართება.

ამჯერად, როდიონოვკას საჯარო სკოლის მოსწავლეები ტამბოვკის საჯარო სკოლას ურთიერთგაცნობისა და დამეგობრების მიზნით ეწვივნენ.

ღონისძიების ფარგლებში საინტერესო და სახალისო სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

ღონისძიების დასასრულს კი, როდიონოვკის საჯარო სკოლის ჭადრაკის წრის მასწავლებელმა, თინა დულარიძემ მოსწავლეებს ერთობლივი სეანსი ჩაუტარა.

„მე-9 კლასის მოსწავლემ, სოფო ელოიანმა შეძლო პარტიის ყაიმით დამთავრება. შეხვედრამ შთამბეჭდავად ჩაიარა. დაიგეგმა სამომავლო მარათონები“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203