„წერილის დაწერა და კონვერტის დამზადება“ - ცხუნკურის N2 სკოლის მეხუთეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
13-06-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა დიდი წარმატებით ინერგება.
მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, მე-5 კლასში კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპი ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე - „წერილის დაწერა და კონვერტის დამზადება“ ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგი დარეჯან ტუსკაძე გახლავთ.
მოსწავლეებმა წერილები დაუწერეს მეგობრებს, მასწავლებლებს, დაამზადეს კონვერტები და ყველა ბავშვმა პრეზენტაცია გააკეთა.
მოსწავლეებმა დავალება დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით შეასრულეს.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობას სკოლის დირექტორი ნინო ჯალიაშვილი ესწრებოდა , რომელმაც მასწავლებელსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს