წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ
13-06-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ. 

ტარდიციული ღონისძიება, მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 
 
„ღონისძიებაზე  სახალისო ფორმით წარმოდგენილი იყო, თანამედროვე მეცნიერების  საინტერესო მიღწევები არა მარტო მოზარდებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის.
ღონისძიების ფარგლებში  სხვადასხვა პავილიონებში  ჩატარდა საინტერესო ექსპერიმენტები და ინტერაქციული გამოფენები, საინტერესო მასტერკლასები და სახალისო კონკურსები, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჩვენმა საყვარელმა ბავშვებმა.
მადლობა სკოლის ადმინისტრაციასა და ფიზიკის მასწავლებელს ბელა სებუას აქტიური დახმარებისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203