„მე ქართველი ვარ!“ - ერგეს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა პატრიოტული ღონისძიება
13-06-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან ისტორიულ თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 

ერგეს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებისა და კლასის ხელმძღვანელის, ცისანა ბაბუჩაიშვილის გადაწყვეტილებით, 6 ივნისს, თემაზე -„მე ქართველი ვარ!“ ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება ქვეყნის მთავარ ეროვნულ დღესასწაულს მიეძღვნა. 

საქართველოს დროშის ფერებით მორთულ კლასში მოსწავლეებმა თავიანთ გამოსვლებში მკაფიოდ გამოხატეს სამშობლოსადმი დიდი სიყვარული და წარსულის პატივისცემა. სცენაზე გააცოცხლეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული. ასევე, აჩვენეს მეგობრობისა და თანადგომის უდიდესი ძალა და მშვიდობა უსურვეს მსოფლიოს.

აღნიშნული ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებმა გზა დაულოცეს მომავალ პირველკლასელებს და „ცოდნის გასაღები“ გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203