„როგორც გიდი წარმოგიდგენთ...“ - ქვედა საზანოს N3 სკოლაში უცხოური ენების კათედრამ საინტერესო პროექტი განახორციელა 
13-06-2022

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს №3 საჯარო სკოლის უცხოური ენების კათედრამ, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, სასწავლო პროექტი - „როგორც გიდი წარმოგიდგენთ...“ განახორციელა.

მე-10, მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ერთობლივი მუშაობით გამოუშვეს კედლის გაზეთი - „ჩვენი საგანძური“, გააკეთეს საინფორმაციო ბუკლეტები, მოიძიეს ინფორმაცია ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებზე , დაამუშავეს და სასკოლო საზოგადოებას წარმუდგინეს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე საინტერესო პრეზენტაციები: სამცვერას ჩანჩქერზე, ქადაგიძის რაფზე, ბაგი-ბუგის ეკლესიაზე, კვინწიხის გორაზე, თამარ მეფის ხიდზე, ირინეს პარკზე, ზესტაფონის საკათედრო ტაძარზე, ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაზე და საქარის გულბანდიანის მამათა მონასტერზე.

უცხოური ენების კათედრა მადლობას უხდის მონაწილეებს გაწეული შრომისათვის და ​გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203