ახლოლალოს საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა მრავალფეროვანი გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
13-06-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოს საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

მოსწავლეებს, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლეილა მამედოვა დაემშვიდობა და სამომავლო გზა დაულოცა. ასევე, მასწავლებელმა ბავშვებს სიგელები და ალბომები გადასცა.

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნის შესრულებით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების პედაგოგისადმი მიმართვა ძალზედ ემოციური იყო.

ბავშვებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, მაჰარამ ხალილოვმა; დირექტორმა პედაგოს მადლობა გადაუხადა და უსურვა, კიდევ მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდოს ქვეყანას.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203